მადრიდის „რეალი" ევროლიგის მეორე ფინალისტია
მადრიდის „რეალი" ევროლიგის მეორე ფინალისტია

​საკალათბურთო ევროლიგის „ოთხა ფინალის” მეორე ფინალისტი მადრიდის „რეალი” გახდა, რომელმაც ტურნირის მთავარი ფავორიტი მოსკოვის ცსკა დაამარცხა – 92:83.

ცსკა-მ მხოლოდ პირველ მეოთხედში აჯობა ესპანურ კლუბს – საწყისი 10 წუთის შემდეგ, მოსკოველები 10 ქულით იგებდნენ, მაგრამ „რეალმა” მეორე მეოთხედი 14:2 მოგებით დაიწყო და მატჩში პირველად გავიდა წინ.

ამის შემდეგ, კარგა ხანი ქულა ქულაში თამაში მიდიოდა. 51:51-ზე „რეალი” წინ გავიდა და ლიდერობა აღარ დაუთმია. ერთხელ სხვაობამ 12 ქულას მიაღწია, მაგრამ ცსკა სამ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს და თითქოს თამაშს ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა “რეალი” მალე ისევ 10 ქულით გავიდა წინ და მშვიდად გაიფორმა ფინალის საგზური.

ასე რომ ევროლიგის ფინალში „ფენერბაჰჩე” და „რეალი” შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი ბელგრადში 20 მაისს გაიმართება.

ცსკა-რეალი 83:92
30:20, 16:27, 10:16, 27:29
ც: ჰიგინსი (15), ყურბანოვი (7), როდრიგესი (5+6 პასი), ჰანტერი (4+7 მოხსნა), ანტონოვი (0) – სასტარტო; დე კოლო (20), კლაიბერნი (16+7 მოხსნა), ჰაინსი (16+9 მოხსნა), ფრიძონი (0), რადი (0), ვორონცევიჩი (0), ხრიაპა (0).
რ: დონჩიჩი (13), აიონი (8+9 მოხსნა), რეიესი (5), ტეილორი (2), კამპაცო (0) – სასტარტო; კეროლი (9), იული (7), კოზიური (6), ტომპკინსი (5), ფერნანდესი (4), რენდოლფი (2), ტავარეში (2).