მადრიდის „ატლეტიკო“ დიეგო სიმეონეს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკო“ დიეგო სიმეონეს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკო“ დიეგო სიმეონესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, – ინფორმაციას გამოცემა El Chiringuito ავრცელებს.

მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკება ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას გაიმართება და, სავარაუდოდ, კონტრაქტი ორი წლით გახანგრძლივდება.

არგენტინელი სპეციალისტი მადრიდის „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის. ამ დროის განმავლობაში გუნდმა ორჯერ მოიგო ლა ლიგა, ერთხელ – ესპანეთის თასი, ერთხელ – ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ – ევროპალიგა და უეფა-ს სუპერ თასი. სიმეონეს ხელმძღვანელობით „ატლეტიკომ“ 2014 და 2016 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ატლეტიკომ“ ოთხ ტურში შვიდი ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.