Todofichajes-ი - გიორგი მამარდაშვილით მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა #1TVSPORT
Todofichajes-ი - გიორგი მამარდაშვილით მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილით მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა და ტრანსფერი, შესაძლოა, მალე განხორციელდეს, – ინფორმაციას გამოცემა todofichajes-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „ატლეტიკოს“ არ სურს, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უძლიერესი მეკარის დამატების შანსი ხელიდან გაუშვას. კლუბში იან ობლაკთან გამომშვიდობებაზე ფიქრობენ, ხოლო, თავის მხრივ, „ვალენსია“ სლოვენიელი მეკარის დამატებას იმედოვნებს.

23 წლის მამარდაშვილის ტრანსფერით ასევე ინტერესდებიან ინგლისის პრემიერლიგის გრანდებიც. მას ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ თვლიან.

გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ქართველის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, თუმცა კლუბი მას ზაფხულში, შესაძლოა, 25 მილიონზე ოდნავ მეტის სანაცვლოდაც შეელიოს.

todofichajes-ი გვაუწყებს, რომ „ატლეტიკო“ „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო დროს ელოდება, ეს კი კლუბში აღმასრულებელ დირექტორად მატეუ ალემანის მოსვლა იქნება. მოსალოდნელია, რომ „მერიტონ ჯგუფთან“ მისი შესანიშნავი ურთიერთობის გამოყენება ყველა მხარისთვის საუკეთესო შესაძლო გარიგებას უზრუნველყოფს.