ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესი Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ „ფეისბუქზე“ მორიგ პოსტებს აქვეყნებს.
„მზად ხართ, საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión-ი სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებული დარჩებით“.
„Madrid Fusión-ის მეორე ფეისბუქპოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს, „ნუნუკას“ ეძღვნება. Madrid Fusión 2024-ზე 29-31 იანვარს საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი „ნუნუკა“ წარადგენენ“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.