მადლიერების ჟესტი - ფეხბურთის ფედერაციამ სტაჟიანი თანამშრომლები დააჯილდოვა #1TVSPORT
მადლიერების ჟესტი - ფეხბურთის ფედერაციამ სტაჟიანი თანამშრომლები დააჯილდოვა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი წლის დადგომამდე ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებსაც ორგანიზაციაში 20 წელზე მეტი სამუშაო სტაჟი აქვთ.

სპეციალური ჯილდო ფეხბურთის ფედერაციის 14 თანამშრომელს გადაეცა. მათ შორის, ორგანიზაციის ყველაზე სტაჟიან თანამშრომელს, რომელიც სფფ-ში დაარსების დღიდან, 1990 წლიდან მუშაობს.

ჯილდოები მიიღეს ნარგიზა ჩხიკვაძემ, რევაზ შენგელიამ, ნოდარ კაკულიამ, კობა რუხაძემ, ეთერ დავითაშვილმა, მანანა არველაძემ, ოთარ ოკროშიძემ, ამირან გვანცელაძემ, ბაქარ ჟორდანიამ, მიხეილ საბახტარიშვილმა, ბადრი ქარქაშაძემ.

განსაკუთრებული სტაჟის მქონე თანამშრომლებს სიგელები და სპეციალური მედლები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა. ლევან კობიაშვილმა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.