მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები სოფელ ქედში ჰესის მშენებლობას ბათუმის ცენტრალურ პარკში აპროტესტებენ
მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები სოფელ ქედში ჰესის მშენებლობას ბათუმის ცენტრალურ პარკში აპროტესტებენ

მაჭახელას ხეობის მცხოვრებლებმა სოფელ ქედში ჰესის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღეს მათ ბათუმის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს, სადაც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე შეგროვდა ხუთი ათასზე მეტი ხელმოწერა, რომელსაც მიმართვასთან ერთად დღესვე გაუგზავნიან პრემიერ-მინისტრს.

აქციის მონაწილეები მამუკა ბახტაძეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ყველა მემორანდუმის გაუქმებას სთხოვენ.

დღევანდელი საპროტესტო აქცია ბათუმის ცენტრალურ პარკში კულტურული სანახაობების ფონზე მიმდინარეობს. ფოლკლორულმა ანსამბლმა წარმოადგინა რამდენიმე ნომერი, გამოფენილია ხეობის ამსახველი ფოტოები, აქციაზე მისულ მოქალაქეებს ადგილობრივი კერძებითა და ღვინით უმასპინძლდებიან.

მაჭახელას ხეობის მცხოვრებლებმა აქცია ორი დღის წინაც გააპროტესტეს.