ღამით ლვოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა
ღამით ლვოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ ლვოვში, მთავარ ავტოსადგურთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, დაშავებულია 35 ადამიანი, რომელთაგან ხუთი ბავშვია.

ასევე, დაზიანებულია 50-ზე მეტი სახლი, ორი სკოლა და სამედიცინო დაწესებულება.

ამასთან, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ქალაქ კრივოი როგზე. დაშავებულია ხუთი ადამიანი. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სასტუმრო.