ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ანდრეი სადოვიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის. დარჩით თავშესაფრებში“, – წერს ქალაქის მერი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.