ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს.
„გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს, ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს გისურვებთ, საქართველო”, – ნათქვამია ლუქსემბურგის საგარეო უწყების განცხადებაში.