ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - დაველოდოთ კომისიის შეფასებას, ეს მნიშვნელოვანი იქნება, ძალიან აქტიური კონტაქტი გვაქვს საქართველოსთან
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანია კომისიის დასკვნა, რომელიც საქართველოს პროგრესს შეაფასებს.
„ვნახოთ და დაველოდოთ კომისიის შეფასებას. ეს უმნიშვნელოვანესი იქნება. საკმაოდ აქტიური კონტაქტი გვაქვს საქართველოსთან როგორც წევრ ქვეყნებს, ასევე ევროკავშირსაც. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ რთულ გეოგრაფიულ და პოლიტიკურ სიტუაციას. რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებ როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. ლუქსემბურგის პოზიციები ძალზე პოზიტიურია“, – განაცხადა მინისტრმა.