ლუქსემბურგის პრემიერი - დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გზავნილია, ყველა პირობა უნდა შესრულდეს, ვფიქრობ, ეს იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯები, იგივეა სხვა ქვეყნებისთვისაც
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის ლუკ ფრიედენის განცხადებით, ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი.
მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯები იქნება პირობების შესრულება.
„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, ევროპა არის ღირებულებების საზოგადოება, მშვიდობისა და სტაბილურობის საზოგადოება. ასე რომ, ეს ნიშნავს, თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები იქნება ის, რომ ყველა პირობა უნდა შესრულდეს. და ეს დადებითი პირობებია. ეს არის პირობები კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, ევროკავშირის ფუნდამენტური ჩარჩოს, ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკის მისაღებად. ვფიქრობ, ეს იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, იგივეა სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა იმ პროცესში არიან, რომ ერთ დღეს გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები“, – განაცხადა ლუკ ფრიედენმა.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.