ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი - ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს ევროკომისიის ყველა წინადადებას, ევროკომისიამ იცის, როგორ შეაფასოს ვითარება ადგილზე
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი - ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს ევროკომისიის ყველა წინადადებას, ევროკომისიამ იცის, როგორ შეაფასოს ვითარება ადგილზე

ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს ევროკომისიის ყველა წინადადებას, ევროკომისიამ იცის, როგორ შეაფასოს ვითარება ადგილზე, – ასე უპასუხა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიედენმა კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ლუქსემბურგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

როგორც ლუქსემბურგის პრემიერმა აღნიშნა, „ძლიერი ევროკავშირის გარეშე, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ამოცანებს, ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ ამ კონტინენტზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.

ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს ევროკომისიის ყველა წინადადებას. ევროკომისიამ იცის თუ როგორ შეაფასოს ვითარება ადგილზე. ჩემი აზრით, ყველა ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა თუ რა დონეზე არიან ისინი განვითარების კუთხით დაახლოებული ევროკავშირის მიღწევებთან, საჭიროა იყვნენ ევროპული ოჯახის შემადგენლობაში. ძლიერი ევროკავშირის გარეშე, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ამოცანებს, ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ ამ კონტინენტზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საქმე არ ეხება რომელიმე ქვეყანას, საქმე ეხება სტაბილურობას, უსაფრთხოებას და დემოკრატიას. ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუ რა მოუვა უკრაინას. ჩვენ თუ აღარ დავუჭერთ მხარს უკრაინას, როგორც პოლიტიკურს, ისე ფინანსურს, მაშინ უარს ვიტყვით ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებზე. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინას და ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას“, – განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა.