ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი - ახლა ერთადერთი გონივრული გამოსავალი იქნება, პუტინმა და ზელენსკიმ რეალურად ისაუბრონ ერთმანეთთან
ახლა ერთადერთი გონივრული გამოსავალი იქნება, პუტინმა და ზელენსკიმ რეალურად ისაუბრონ ერთმანეთთან, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა განაცხადა.
ლუქსემბურგის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი მოლაპარაკებების გამართვა ორივე ლიდერს ერთ წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა, თუმცა მაშინ უკრაინის ლიდერმა მხარი დაუჭირა მსგავს წინადადებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა – არა.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტი პუტინი არ იყო მზად კონსტრუქციული გადაწყვეტის მოსაძებნად. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ მან თავი კუთხეში დაიყენა და იქიდან გამოსვლა სულ უფრო და უფრო გაუჭირდებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა არ აჩვენა, რომ, როგორც პოლიტიკოსი, მზად არის, აღიაროს შეცდომა და დაასრულოს ომი“, – განაცხადა ქსავიე ბეტელმა.