ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება და გვაქვს საერთო ხედვა რუსულ აგრესიაზე სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ
ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება და გვაქვს საერთო ხედვა რუსულ აგრესიაზე სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ

დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება და ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმ კოშმარზე, რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ​ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, მარს დი ბარტოლომეომ განაცხადა.

როგორც ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ.

„უპირველეს ყოვლისა, იმედი გვაქვს, რომ საქართველო გვიჭერს მხარს იმ კოშმარის დასრულებაში, რომელიც უკრაინაში ხდება. მოხარული ვართ, რომ საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ. მისასალმებელია, რომ ძალიან ბევრი სამუშაო მიმდინარეობს, რათა გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ჩვენ ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი გვქონდა. მშურს ჩემი კოლეგის პარტიის სახელწოდების – „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება და ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმ კოშმარზე, რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა გულითადი, მეგობრული საუბარი და ვაპირებთ ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და პირადად მინდა, დავამატო, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თითქმის მეზობელია, რადგანაც ის გერმანიაში სწავლობდა. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა და ახლა კიდევ უფრო დავახლოვდით.

ჩემი პირადი შეხედულებაა, თუ ქვეყანა ასრულებს ევროპული საზოგადოების მიერ დაწესებულ პირობებს, თუ ის არის თავისუფალი. . . მე რეალურად იმედგაცრუებული ვიყავი, როგორ მოეპყრო ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას ევროკავშირის კანიდადატობისა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მოდით, ეს გავაკეთოთ და გავაკეთოთ კარგად, თუ სამუშაო კარგად შესრულდება, შედეგიც ჩვენთვის იქნება ცხადი და მკაფიო“, – განაცხადა ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.