ლულა და სილვა - სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც დასხდებიან უკრაინასა და რუსეთთან ერთად მშვიდობის მისაღწევად
ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც დასხდებიან უკრაინასა და რუსეთთან ერთად მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ განაცხადა.
ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მთავრობა გმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მხარს უჭერს კონფლიქტის პოლიტიკური მოლაპარაკებებით გადაწყვეტას.
მანამდე, ლულა და სილვამ თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები ახანგრძლივებდნენ ბრძოლას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაზილიის პრეზიდენტი რუსული და ჩინური პროპაგანდის განმეორებაში დაადანაშაულა.