ლუკე ურიბე-ეჩებარია - საარჩევნო დღემ დიდწილად დემოკრატიულად ჩაიარა, ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურ და ევროპულ მომავალს, რისთვისაც ევროკავშირმაც პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს
ლუკე ურიბე-ეჩებარია - საარჩევნო დღემ დიდწილად დემოკრატიულად ჩაიარა, ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურ და ევროპულ მომავალს, რისთვისაც ევროკავშირმაც პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს

საარჩევნო დღემ დიდწილად დემოკრატიულ, მშვიდ და თავისუფალ პირობებში ჩაიარა, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად ხმის მიცემა ხმების სანდო მთვლელი სისტემით, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, სენატორმა „ბასკური ნაციონალისტური პარტიიდან“ ლუკე ურიბე-ეჩებარიამ განაცხადა.

„გუშინდელმა საარჩევნო დღემ, ზოგადად, დიდწილად დემოკრატიულ, მშვიდ და თავისუფალ პირობებში ჩაიარა. საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად ხმის მიცემა ხმების სანდო მთვლელი სისტემით. ამ მიზეზით ჩვენ უნდა მივულოცოთ ქართველ ხალხს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო დემოკრატიულ საარჩევნო დღეს.

სიმართლეა, რომ ჩვენ ვიხილეთ სამწუხარო სურათები. აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობა ყველა ამ მიუღებელ ქმედებასთან დაკავშირებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო კონკრეტული და ცალკეული ინციდენტები. ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს დემოკრატიულ, მშვიდ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს, რისთვისაც ევროკავშირმა ასევე უნდა იმოქმედოს პასუხისმგბელობით“, – განაცხადა ლუკე ურიბე-ეჩებარიამ.