ლუკა ზარანდია - მეოთხედ პოლონეთის ტურის სიმბოლურში
ლუკა ზარანდია - მეოთხედ პოლონეთის ტურის სიმბოლურში

ლუკა ზარანდიას პოლონეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში კარგი თამაში დაუფასეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დააასახელეს.

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველის გუნდმა, გდინიას „არკამ“ სახლში კრაკოვის „ვისლას“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ამაში ზარანდიამ დიდი წვლილი შეიტანა – 22 წლის ქართველი მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო და დუბლი შეასრულა.

ზარანდიამ პოლონეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ზარანდია ამ 12 შეხვედრის შემდეგ პოლონეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მეოთხედ დაასახელეს.