ზარანდიამ კარგად დაიწყო - ბათუმის „დინამოს“ მეტოქემ ისევ წააგო #1TVSPORT
ზარანდიამ კარგად დაიწყო - ბათუმის „დინამოს“ მეტოქემ ისევ წააგო #1TVSPORT

უჩვეულოდ ადრე განახლდა სეზონი პოლონეთში, სადაც ახალ სეზონში ბევრი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

ექსტრაკლასას პირველ ტურში აზერბაიჯანულ „ყარაბაღთან“ ჩემპიონთა ლიგაზე წაგების შემდეგ აშკარად ცუდ მდგომარეობაშია ბათუმის „დინამოს“ მეტოქე, ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის პოზნანისლეხი“. პოლონეთის ჩემპიონმა „სტალთან” სასტარტო მატჩი შინ 0:2 წააგო. „ლეხის” ძირითად შემადგენლობაში იყო კვეკვესკირი, მაგრამ ქართველებს ერთად არ უთამაშიათ – ნიკა 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.

ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ, ფორმაში შედის ლუკა ზარანდია – ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, კელჩესკორონამ“ საშინაო შეხვედრა პოლონური ფეხბურთის გრანდ ვარშავის „ლეგიასთან“ 1:1 დაასრულა. „კორონა“ 0:1-ს აგებდა, მაგრამ ანგარიში ქართველის საგოლე გადაცემით გაათანაბრა. 24 წლის ზარანდია მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, 8 წუთში კი მისი გადაცემით იაკუბ იაკუბსკიმ ანგარიში გაათანაბრა და გუნდს სეზონში პირველი ქულა მოუტანა.

ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ სასტარტო მატჩი სტუმრად ზაბჟესგურნიკთან“ გამართა და 0:2 მოიგო. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც კრაკოველებს ორივე ბურთი გატანილი ჰქონდათ.

ამ ტურში არ უთამაშიათ ლუბლინისზაგლებიეში“ ახლახანს გადასულ გურამ გიორბელიძესა და თორნიკე გაფრინდაშვილს – მათი გუნდი შინ ვროცლავისშლიონსკს“ დაუზავდა – 0:0. განაცხადში ასევე ვერ მოხვდა ვაკო გვილია, რომელიც ბოლო დროს „რაკოვში“ არ ჩანს, მიზეზი კი უცნობია. მისმა კლუბმა შინ „ვარტასთან“ 1:0 მოიგო.

სეზონი განახლდა პოლონეთის პირველ დივიზიონშიც, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველის, გიორგი მერებაშვილის „სანდეციაკრაკოვშისვისლას“ ესტუმრა და პირველი ქულა მოიპოვა 0:0. გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.

დატოვე კომენტარი