ლეგიონერი | ლუკა ზარანდიამ „კორონა“ დატოვა #1TVSPORT
ლეგიონერი | ლუკა ზარანდიამ „კორონა“ დატოვა #1TVSPORT

ლუკა ზარანდიამ პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდი, კილჩესკორონა“ დატოვა – ინფორმაციას გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-გვერდიტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

პოლონური მედიის ცნობით, ზარანდიამ გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ლუკამ საფეხბურთო კარიერა 2012 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. 2014-16 წლებში „გენკში“ ირიცხებოდა, მაგრამ ბელგიაში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

2017 წელს პოლონეთში, გდინიას „არკაში“ გადავიდა, სადაც გუნდის ლიდერი და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ გუნდში დაეუფლა პოლონეთის თასს (2017) და სუპერთასს (ორჯერ – 2017, 2018) და მთლიანობაში „არკას“ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა.

2019 წლის ივლისში ზარანდიამ ბელგიურ „ზულტე-ვარეგემთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა, ბელგიაში კარიერა ვერც ამჯერად აეწყო და ყაზახეთის ჩემპიონატში, კოსტანაისტობოლში“ გადავიდა. 2022 წლის 29 მარტს „კორონაში“ ჩაირიცხა, სადაც 15 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.