ბათუმის „დინამოს“ ახალი ტრანსფერი - ვიცე-ჩემპიონმა ლუკა ზარანდია დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ახალი ტრანსფერი - ვიცე-ჩემპიონმა ლუკა ზარანდია დაიმატა #1TVSPORT

ლუკა ზარანდია კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ მიაწოდა.

„დიახ, ეს ამბავი გადაწყვეტილია. ლუკა ჩვენთან ითამაშებს. მან კლუბთან უკვე გააფორმა კონტრაქტი ოფციონის სისტემით, 1+1 წლით. ზარანდიამ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და თურქულ შეკრებაზე გამოგვყვება“, – განაცხადა ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხთან.

არჩილ ბერიძე იმედოვნებს, რომ 26 წლის თავდამსხმელი ფორმაში შესვლას მალე მოახერხებს: 

„იმედი მაქვს, ანტალიურ შეკრებაზე კონდიციების აღდგენას მალე მოახერხებს და ახალ სეზონში გახდება ის სიურპრიზი, რომელიც წარმატებაში დაგვეხმარება“.

ბათუმელთა პრეზიდენტი ზარანდიას პოტენციალში დარწმუნებულია:

„ყველამ იცის, რომ ლუკა ზარანდია ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო. ის ასაკობრივ ნაკრებში არანაკლები პერსპექტივის მოთამაშედ ითვლებოდა, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია. მას ინდივიდუალური ქმედებებით შეეძლო თამაშის ბედის გადაწყვეტა. სამწუხაროდ, ტრავმებმა კარიერა აურია, მაგრამ ახლა ლუკას აქვს ძალიან კარგი შანსი, რომ თავი გამოიჩინოს და ამაში წარმატებებს ვუსურვებ“.

ლუკა ზარანდია ბოლოს პოლონეთში, კელჩესკორონაში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ნოემბერში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ლუკა ზარანდიამ საფეხბურთო კარიერა 2012 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. 2014-16 წლებში ბელგიურ „გენკში“ ირიცხებოდა. ყველაზე წარმატებულ იყო 2017 წელს პოლონეთში, გდინიას „არკაში“ გადასვლა, სადაც გუნდის ლიდერი და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ გუნდში დაეუფლა პოლონეთის თასს (2017) და სუპერთასს (ორჯერ – 2017, 2018) და მთლიანობაში „არკას“ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა.

2019 წლის ივლისში ზარანდიამ ბელგიურ „ზულტე-ვარეგემთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, შემდეგ იჯარით ყაზახეთურტობოლში“ გადავიდა, „კორონაში“ კი 2022 წლის 29 მარტს ჩაირიცხა.

ლუკა 2018 წელს ვლადიმირ ვაისმა მიიწვია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის ფორმითაც ორი მატჩი ჩაატარა.