ზარანდია გუნდს ასისტით დაეხმარა – „კორონა“ ექსტრაკლასაში გადასვლისთვის იბრძვის #1TVSPORT

11:47, 03.05.2022

ლუკა ზარანდიამ კელცესკორონაში“ მორიგი შეხვერა ჩაატარა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. 26 წლის ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი შეცვლაზე შევიდა პოლკოვიცესგურნიკთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.

ზარანდია 69-ე წუთზე შეუშვეს მოედანზე, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო. 90+2-ე წუთზე კი მარჩინ შპაკოვსკიმ ქართველი შემტევის გადაცემით გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა – 2:1.

26 წლის ქართველი თავდამსხმელი ბოლოს ბელგიურ „ზულტე ვარეგემში“ ირიცხებოდა, მაგრამ ტრავმების გამო ორი სეზონი გაუცდა და იძულებული გახდა, სათამაშო პრაქტიკისთვის პოლონეთის პირველ დივიზიონში გადასვლას დათანხმებოდა.

პოლონეთის I დივიზიონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ექსტრაკლასაში გადასვლა „ლეგნიცამ“ (68 ქულა) გაინაღდა. მეორეზე ზარანდიას ყოფილი კლუბი, გდინიასარკაა“ (57), ხოლო მესამეზე – ლოძის „ვიძევი“ (56), „კორონა“ კი მე-4 პოზიციაზეა (55) და თეორიულად მეორე ადგილზე გასვლის შანსი გააჩნია, რაც მთავარ პოლონურ ლიგაში ადგილის პირდაპირი გზით მოპოვების გარანტიაა.

მსგავსი