ლუკა მაზიაშვილი - ოლიმპიადაზე მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ
6 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, არგენტინა რიგით მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. საქართველოს 10 სპორტის სახეობაში, 15 წარმომადგენელი ეყოლება.
3×3 ზე კალათბურთი, ოლიმპიურ სახეობად წელს გამოცხადდა და ბუენოს აირესში გასამართ ახალგაზრდულ თამაშებზე იგი ცალკე დისციპლინად იქნება წარმოდგენილი.
ლუკა მაზიაშვილი, ოთარ პერტაია, ზურაბ ჟღენტი და ლაშა მიქელაძე საქართველოს ღირსებას ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დაიცავენ. ლუკა მაზიაშვილიმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ გუნდი მოტივირებულია და მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას აპირებს.
ლუკა მაზიაშვილი: – „ძალიან კარგად ვართ მომზადებულები. სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვედით სერბეთიდან, სადაც შეკრება გქონდა. მოგეხსენებათ გუნდურ სახეობაში, საქართველო ოლიმპიადაზე პირველად არის წარმოდგენლი, ეს შანსი ერთხელ მოგვეცა და ამიტომ, წარმატებისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. საქართველოს სახელის დაცვა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ გუნდი და ოთხი მოთამაშე ვართ, რაც უფრო ძნელია. აუცილებელია ერთი იდეა გვამოძრავებდეს.“
მატჩების განრიგი:
9 ოქტომბერი:
სლოვენია – საქართველო
საქართველო – იორდანია
13 ოქტომბერი:
თურქმენეთი – საქართველო
საქართველო – ჩინეთი