3X3-ზე კალათბურთი | მინსკი 2019
3X3-ზე კალათბურთი | მინსკი 2019

3X3-ზე კალათბურთი – კალათბურთის ერთ-ერთი სახეობაა. ის სათავეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან იღებს. კლასიკური კალათბურთისგან განსხვავდება იმით, რომ მოედანზე, თითო გუნდიდან, ხუთი მოთამაშის მაგივრად, სამი თამაშობს. ამასთან, საასპარეზო ზონა არის სტანდარტული კალათბურთის მოედნის ნახევარი, რომელზეც მხოლოდ ერთი ფარია. მატჩები კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის წესებით იმართება და ბევრად არ განსხვავდება კლასიკური კალათბურთის წესებისგან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3X3 კალათბურთი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაშია შეტანილი.

მინსკის ევროპულ თამაშებზე 3X3-ზე კალათბურთის შეხვედრები „პალოვა არენაზე“ გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები, როგორც ქალებში, ისე კაცებში 21, 22-სა და 23 ივნისს ჩატარდება. პლეიოფები და ფინალური ორთაბრძოლები 24 ივნისს შედგება. ქალებშიც და კაცებშიც 16-16 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ოთხ-ოთხ ჯგუფად იქნებიან დაყოფილები. სპორტის ამ სახეობიდან, მინსკში, ჯამში 128 სპორტსმენი ჩავა. გათამაშდება მედლების ორი კომპლექტი.