ქართველები დღეს ხუთ სახეობაში ჩაერთვებიან | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა
ქართველები დღეს ხუთ სახეობაში ჩაერთვებიან | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა

ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ცალკე სახეობად პირველად არის წარმოდგენილი 3×3-ზე კალათბურთი. სწორედ აქ მონაწილეობის  საქართველოც, რომელიც ოლიმპიადაზე პირველად სათამაშო სახეობებში ქართელის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი.

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები A ჯგუფში – ჩინეთის, სლოვენიის, იორდანიის და თურქემენეთის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. ოლიმპიადის მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფში არის გადანაწილებული.

თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში (1/4 ფინალში) 2-2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ.

9 ოქტომბერი
სლოვენია – საქართველო
საქართველო – იორდანია

ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დღესვე ტყვიით მსროლელი – ნინო ხუციბერიძე, ძიუდოში 100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძე, მხატვრული ტანმოვარჯიშე ქეთევან არბოლიშვილი და ძალოსანი არჩილ მალაყმაძე მოსინჯავს საკუთარ ძალებს, რომელიც ფიცარნაგზე 69 კგ. წონით კატეგორიაში გამოვა.

დატოვე კომენტარი