მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ლოჩოშვილის მომავალს ესპანურ „რაიო ვალეკანოს“ უკავშირებენ, ქართველი მცველი ჯერ ისევ „კრემონეზეში“ ემზადება და საკონტროლო შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
კრემონელებმა სეზონისწინა შეკრებაზე ამხანაგური მატჩი დაბალი ლიგის გუნდთან, „პიევე დი ბონოსთან“ გამართეს და, თამაშის ნაცვლად, კარგი გასეირნება გამოუვიდათ – „კრემონეზემ“ 18:0 მოიგო.
დავიდე ბალარდინიმ ლოჩოშვილი შეცვლაზე ათამაშა. ლუკამ 78-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იტალიურ და ესპანურ მედიაში 25 წლის ცენტრალური მცველის „რაიო ვალეკანოში“ გადასვლასთან დაკავშირებით ბოლო დროს ბევრი იწერება. კონტრაქტის დეტალები და სატრანსფერო თანხაც კი დააზუსტეს, მაგრამ ლოჩოშვილი ჯერ ისევ იტალიურ კლუბშია.