ლუკა ლოჩოშვილი „დინამო თბილისში“ იჯარით დაბრუნდა
ლუკა ლოჩოშვილი „დინამო თბილისში“ იჯარით დაბრუნდა

ლუკა ლოჩოშვილი „დინამო თბილისს“ იჯარით დაუბრუნდა – კიევის „დინამოს“ 18 წლის ცენტრალური მცველი თბილისურ გუნდში ივნისის ბოლომდე ითამაშებს.

2017 წლის ზაფხულში კიევის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ მცველთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრავმის გამო, ლუკა ლოჩოშვილმა კიევურ კლუბში ერთი შეხვედრაც ვერ ჩაატარა, ახლა კი თბილისურ და კიევურ კლუბებს ასეთი შეთანხმება აქვთ – როდესაც ლუკა ფიზიკურ კონდიციებს აღიდგენს, უკან დაბრუნდება. მხარეთა სურვილის შემთხვევაში, იჯარა გაგრძელდება.