ლუკა იოვიჩი ისევ სკანდალში ეხვევა - ფეხბურთელმა სახლში წვეულება მოაწყო
ლუკა იოვიჩი ისევ სკანდალში ეხვევა - ფეხბურთელმა სახლში წვეულება მოაწყო

მადრიდის „რეალის“ სერბმა ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა, რომელიც ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის, მეგობრებთან ერთად პატარა წვეულება მოაწყო, მიუხედავად იმისა, რომ  კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი ჯერ კიდევ ძალაშია. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა წვეულებაზე გადაღებული ერთი ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა, თუმცა შემდეგ ის წაშალა. ფოტოს ნახვა „რეალ მადრიდის“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.

რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იოვიჩმა ფეხი არა ვარჯიშის დროს, არამედ თავისი სახლის კედლიდან ჩამოვარდნის შედეგად მოიტეხა. ფორვარდი თავისი კლუბის მოტყუებას ცდილობდა, თუმცა ექიმებმა დაადგინეს, რომ მან ეს ტრავმა გაცილებით ადრე მიიღო, ვიდრე თავად ამბობდა.

იოვიჩი „რეალ მადრიდში“ გასულ წელს „აინტრახტიდან“ გადავიდა და მასში სამეფო კლუბმა 60 მილიონი ევრო გადაიხადა. მიმდინარე სეზონში სერბმა ესპანეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.