„მილანმა“ ლუკა იოვიჩი გადაიბირა #1TVSPORT
„მილანმა“ ლუკა იოვიჩი გადაიბირა #1TVSPORT

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „მილანის“ შემადგენლობა შეავსო „ფიორენტინას“ ფორვარდმა, ლუკა იოვიჩმა.

სერბეთის ნაკრების ფეხბურთელთან გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

„მილანში“ 25 წლის ფორვარდი მე-15 ნომრით ითამაშებს.

„ფიორენტინას“ შემადგენლობაში იოვიჩმა 13 მატჩი ჩაატარა. მანამდე ის „რეალში“ თამაშობდა.