ლუკ პიერ დევინი - საქართველოსთვის წინ წაწევისთვის მნიშვნელოვანია ქმედითი დემოკრატიის ჩამოყალიბება
ლუკ პიერ დევინი - საქართველოსთვის წინ წაწევისთვის მნიშვნელოვანია ქმედითი დემოკრატიის ჩამოყალიბება

დღეს საქართველო არის რეფორმებზე ორიენტირებული და ევროკავშირთან ასოცირებული მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ლუკ პიერ დევინმა „ევოაქტივის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინკოფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლუკ პიერ დევინმა აღნიშნა, საქართველო ერთგული რჩება ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის, რაც გაწერილია ასოცირების და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.

„ხაზგასასმელია, რომ ორივე ეს შეთანხმება ძალზედ ამბიციურია. მან უკვე მოუტანა დიდი სარგებელი საქართველოს. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დროს საქართველოში იყო ღრმა პოლიტიკური კრიზისი. ევროკავშირის შუამავლობით წარდგენილი 19 აპრილის შეთანხმება სთავაზობს საქართველოს წინსვლის გზას, თუმცა იმ პირობით, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალები პოლიტიკური პოლარიზაციის მოხსნის გზას მიჰყვებიან. პოლარიზაცია არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, მაგრამ მან არ უნდა გამოიწვიოს ინსტიტუტების პარალიზება, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორც პარლამენტია.

ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებული იყო რამდენიმე რეფორმა, მინდა გამოვყო ორი მათგანი ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო რეფორმა. მართლმსაჯულების რეფორმა არის გადამწყვეტი, თუმცა სამწუხაროდ, მას კიდევ დიდ დრო სჭირდება. ზოგჯერ ზოგიერთი შეცდომით თვლის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, რაც ცხადია მნიშვნელოვანია, ნიშნავს, რომ სასამართლო არ არის ანგარიშვალდებული. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დამოუკიდებელი სასამართლო უნდა იყოს ანგარიშვალდებულიც. თუ არსებობენ არკომპეტენტური ან კორუმპირებული მოსამართლეები, უნდა არსებობს გზა ამის აღმოსაფხვრელად. სამწუხაროდ, გუშინ ვნახეთ რიგი ნაბიჯებისა და დანიშვნებისა, რაც არ წარმოადგენდა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯს.

საქართველოსთვის წინ წაწევისთვის მნიშვნელოვანია ქმედითი დემოკრატიის ჩამოყალიბება. ევროკავშირი მზადაა ურთიერთობების წინ წასაწევად. მაგრამ საქართველოს დემოკრატია უნდა იყოს ქმედითი. ეს ნიშნავს რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და დებატები, თუმცა ყველა საკითხი უნდა გადაიჭრას ინსტიტუტების ფარგლებში და არა გარეთ“, – განაცხადა ლუკ პიერ დევინმა.