ლუიზიანაში სროლის დროს ხუთი ადამიანი მოკლეს. ინციდენტი ქალაქ ბატონ რუჟთან ახლოს მოხდა. პოლიციის ცნობით, 21 წლის მამაკაცმა ცეცხლი ორ სხვადასხვა ადგილას გახსნა. მოკლულთა შორის არიან მამაკაცის მშობლები.
სამართალდამცავებმა ბოროტმოქმედის იდენტიფიცირება შეძლეს. ის ქალაქ გონზალესის მკვიდრი დაკოტა თერიოტია, რომელზეც ძებნა უკვე გამოაცხადეს. ცნობილია, რომ ის შეიარაღებულია და ავტომობილით გადაადგილდება.
გამომძიებლების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი საკუთარ სახლში მშობლებს გაუხსნა. მანამდე კი ყოფილი შეყვარებული, მისი ძმა და მამა მოკლა.
დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობი რჩება.