ლუიზიანას შტატში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა, მილიონზე მეტი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
აშშ-ი მეოთხე კატეგორიის ქარიშხალ „იდას“ მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის სახლს დაეცა.
სტიქიის გამო ლუიზიანას შტატში მილიონზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგია ახალ ორლეანში არც ერთ მოქალაქეს არ მიეწოდება.
ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ საავადმყოფოს სახურავი დაუზიანა, თუმცა პაციენტები არ დაშავებულან. დასავლური მედია წერს, რომ ქარიშხალმა მდინარე მისისიპს დინება შეუცვალა. სტიქიამ მეწყრული ზონების გააქტიურება გამოიწვია. აშშ-ის „ქარიშხლის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს.
ლუიზიანის შტატის გუბერნატორის, ჯონ ბელ ედვარდსის განცხადებით, ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე დიდი ქარიშხალი, რომელიც შტატს 1850 წლის შემდეგ დაატყდა თავს.