ლუიზიანას შტატში, ცეცხლსასროლი იარაღის მაღაზიაში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ლუიზიანას შტატში, ცეცხლსასროლი იარაღის მაღაზიაში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილმა მაღაზიაში მყოფების მისამართით გაისროლა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
მაღაზიის დატოვების დროს მას ტერიტორიაზე მყოფმა სხვა რიგითმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.