ლუიზა ვინტონი - სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში, რაც ძალიან დადებითი ფაქტია
ლუიზა ვინტონი - სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში, რაც ძალიან დადებითი ფაქტია

საქართველოში გაერო-ს ელჩი, ლუიზა ვინტონი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„მინდა მივულოცე სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება. ეს არის პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში, რაც ძალიან დადებითი ფაქტია“,- აღნიშნა ვინტონმა.

ელჩი არჩევნებზე შესაძლო დარღვევებზეც საუბრობს.

„ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ დარღვევებით, რომლებზეც ვრცელდება ინფორმაცია. ეს არის განსაკუთრებით სამწუხარო ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტისკენ. შესაძლო დარღვევები ძალიან დეტალურად აღწერილი იყო როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებში. დარღვევები ეხება როგორც მედიის თავისუფლებას, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, პოლიტიკურ პარტიებსა და სახელმწიფოს შორის საზღვრების მოშლას“,- განაცხადა ელჩმა.

ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომ.

„ბევრი კითხვა დაისვა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. როგორც ევროკავშირის ელჩმა უკვე განაცხადა, ის შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. ჩვენ ერთად განვიხილავთ ამ საკითხს და ამ თემაზე საბოლოო კომენტარებს სამომავლოდ შევინახავ“, – განაცხადა თიდესტრომ.