ლუიზა ვინტონი - საოკუპაციო ხაზთან მოვლენებს ყურადღებითა და შეშფოთებით ვაკვირდებით, ადამიანის უფლებები უმნიშვნელოვანესია, ისევე, როგორც გადაადგილების თავისუფლება
მოვლენებს დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ვაკვირდებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე კომენტირებისას განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან სწრაფად და ეფექტიანად იქნება გამოძიებული.
„ასეთ შემთხვევებზე კომენტარი უნდა გააკეთონ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა და მთლიანად გაერო-მ, მაგრამ ჩვენ, გაერო-ს განვითარების პროგრამის სახელით, რომელიც, რა თქმა უნდა, არის გაერო-ს ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე ყველგან, ვაკვირდებით მოვლენებს დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები არის უმნიშვნელოვანესი, ისევე, როგორც გადაადგილების თავისუფლება. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან სწრაფად და ეფექტიანად იქნება გამოძიებული“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.