ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 54 სინჯიდან 48 ადამიანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა, დანარჩენის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი
ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 54 სინჯიდან 48 ადამიანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დანარჩენი ტესტირების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. კარანტინის სივრცეებიდან და „ცხელების ცენტრებიდან“, ასევე რისკის შემცველი ადამიანებისგან სინჯების აღება ყოველდღიურად მიმდინარეობს.
კახეთში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 16 მოქალაქე, კარანტინის 10 სივრცეში კი, 403 ადამიანი იმყოფება.