ლუგარის ლაბორატორიაში ფოთიდან გაგზავნილი 25 ადამიანის ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ლუგარის ლაბორატორიაში ფოთიდან გაგზავნილი 25 ადამიანის ანალიზი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა.
„25 გამოკვლეულიდან, ორი „ცხელების კლინიკის“ პაციენტია, ერთი ჰოსპიტალის, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომელები არიან. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. რაც შეეხება პაციენტებს ერთი წლისა და 4 თვის ბიჭუნაა, მეორე კი 11 წლის ბიჭია ხობიდან. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.