ლუგარის ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს.
„საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან ორი უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, ერთი ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე სულ 600 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი.
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 438 ადამიანი, 1 100 კი – თვითიზოლაციაში.
70 პაციენტი იმყოფება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.