ლუგანსკში, სამხედრო ფორმირებაში მონაწილეობისთვის ბელარუსის მოქალაქეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბელარუსის ქალაქ გომელის საოლქო სასამართლომ 29 წლის ვიტალი კოლბაის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ კოლბაის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ფორმირებაში მონაწილეობისთვის. ეს უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობისთვის ბელარუსში გამოტანილი პირველი განაჩენია.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კოლბაი რუსეთის სასაზღვრო პუნქტიდან 2015 წლის ზაფხულში გადავიდა ლუგანსკში, სადაც შეიარაღებულ დაჯგუფებაში, კერძოდ, კაზაკთა რაზმში გაერთიანდა. ის მშობლიურ გომელში 2017 წლის დასაწყისში დაბრუნდა.
პროკურატურის მტკიცებით, ბელარუსის მოქალაქეს ჰქონდა სამსახურის მოწმობა, სამხედრო ფორმა, საბრძოლო იარაღი და ის თითქმის ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში. თავად ბრალდებული დანაშაულს უარყოფდა და არ აცხადებდა, რომ როგორც რუსული საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი უკრაინის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა.
ვიტალი კოლბაის ადვოკატებს განაჩენის გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეუძლიათ.
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ფორმირებაში მონაწილეობისთვის ვიტალი კოლბაის ორი წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა