ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქალაქ კრემენაიაში რუსი სამხედროების მიერ ხანდაზმულთა სახლის მიმართულებით გახსნილ ცეცხლს 56 ადამიანი ემსხვერპლა
ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ 11 მარტს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ კრემენაიაში ხანდაზმულთა სახლს, რასაც 56 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გაიდაი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი განცხადებით, სამხედროებმა ხანდაზმულთა სახლს ტანკი მიაყენეს და ცეცხლი გახსნეს.
მოხუცებულთა სახლში მყოფი პირებიდან გადარჩა 15 მოხუცებული, რომლებიც ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ სვატოვოში გადაიყვანეს.