„ლუფთანზაში“ აცხადებენ, რომ 13 აგვისტომდე ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებას მოერიდებიან
„ლუფთანზაში“ აცხადებენ, რომ 13 აგვისტომდე ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებას მოერიდებიან

გერმანულ ავიაკომპანია „ლუფთანზაში“ აცხადებენ, რომ მოერიდებიან ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებას 13 აგვისტომდე. ამ გადაწყვეტილებით ავიაკომპანია ახანგრძლივებს შეზღუდვებს კონკრეტული ქვეყნების საჰაერო სივრცეში ფრენასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარებაა.

ამასთან, ავიახაზები განაგრძობენ მომსახურების შეჩერებას თელ ავივში, თეირანში, ბეირუთში, ამანსა და ერბილში იმავე თარიღამდე.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე მოკლეს.

ირანული მხარე და დაჯგუფება „ჰამასი“ ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და შურისძიების პირობას დებენ.