„ლუდოგორეცის“ მწვრთნელი - საქართველოში ჩვენი მიზანი არის გამარჯვება
„ლუდოგორეცის“ მწვრთნელი - საქართველოში ჩვენი მიზანი არის გამარჯვება

რაზგრადისლუდოგორეცის” მთავარმა მწვრთნელმა პაულო აუტუორმა “მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და 23 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა.

„ყველა გუნდის მიზანი მოგებაა. საქართველოში ჩვენი მიზანიც წარმატებული თამაში და გამარჯვებაა. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ხვალინდელ შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ, სასურველ შედეგს რომ მივაღწიოთ. ჩვენ “ტორპედოსთან” სათამაშოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად ვართ. შევეცდებით, რომ წარმატებას თბილისში მივაღწიოთ” – ამბობს პაულო აუტუორი.

“მიხეილ მესხზე“, ხვალ, 20:00 საათზე საათზე ევროპის ლიგის პლეი-ოფში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის “ტორპედო” ბულგარულ “ლუდოგორეცს” შეხვდება.