ლუცენკო - უკრაინამ ჩაშალა ფე-ეს-ბე-ს "რუსული ზამთარი", რომლის შემსრულებელიც სააკაშვილია
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ჩაშალა რუსეთის ფე-ეს-ბე-ს მიერ დაგეგმილი „რუსული ზამთრის“ მოწყობა კიევში, რომლის შემსრულებელიც მიხეილ სააკაშვილი იყო.
ამის შესახებ უკრაინის გენპროკურმა დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ რადაში გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ფე-ეს-ბეს გეგმის – კიევში „რუსული ზამთრის“ მოწყობის პირველი ეტაპი არ განხორციელებულიყო“, – აღნიშნა იური ლუცენკომ.
მისივე თქმით, უკრაინის სამართალდამცველებისთვის ცნობილია, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო რუსეთის ფე-ეს-ბე-ს მიერ დაგეგმილი მასობრივი არეულობების.