ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე, Politico-მ აშშ-ის დელაგაციის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ფინეთის დედაქალაქში გაემგზავრება
ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე, ანალიტიკურმა გამოცემამ Politico-მ აშშ-ის დელაგაციის შემადგენელობა დაასახელა, რომელიც ფინეთის დედაქალაქში გაემგზავრება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის ლიდერის ქალიშვილი ივანკა და ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი ჰელსინკიში არ ჩავლენ.
გამოცემის ინფორმაციით, ფინეთში ტრამპთან ერთად ჩავა Fox News-ის ყოფილი ხელმძღვანელი ბილ შაინი, რომელიც 5 ივლისს თეთრის სახლის აპარატის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჰელსინკიში ასევე ელოდებიან აშშ-ის პირველ ლედის მელანია ტრამპს და თეთრის სახლის აპარატის უფროსს ჯონ კელის, ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონს და თეთრი სახლის პრესმდივან სარა სანდერსს.
როგორც Politico წერს, აღნიშნული პირები ტრამპთან ერთად ევროპული ტურნეს ფარგლებში სხვა ქვეყნებშიც ჩავლენ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სამიტი 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართება.