ლოს-ანჯელესში ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 18 ადამიანი დააკავეს
ლოს-ანჯელესში ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა.
ინფორმაციას ამის სესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დაკავებულთა შორის ლოს-ანჯელესის საქალაქო საბჭოს წევრი მაიკ ბონინია.
დემონსტრანტები აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო უწყების ოფისთან შეიკრიბნენ.
გასული კვირის ბოლოს, აშშ-ის ქალაქებში ათი ათასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა და დონალ ტრამპს არალეგალი მიგრანტების მიმართ „ნულოვანი ტოლერნატობის“ პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა.