ლოს ანჯელესში სროლის შედეგად შერიფის მოადგილეები დაჭრეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, მათი ჯამრთელობის მდგომარობა მძიმეა. ორივე დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ლოს ანჯელესის პოლიციაში ამბობენ, შერიფის მოადგილეებს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ავტომობილში ისხდნენ.
თავდასხმის მოტივი და ბოროტმოქმედების ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.