ლოს ანჯელესში მაჩეტეთი შეიარაღებული უცნობი გამვლელებს დაესხა თავს [ვიდეო]

ლოს ანჯელესში მაჩეტეთი შეიარაღებული უცნობი გამვლელებს დაესხა თავს. დაჭრილია სულ მცირე 9 ადამიანი.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, თავდასხმა კანოგას პარკში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ნიღბიანი მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს და რამდენიმე მათგანი დაჭრა. დაჭრილებს შორის არის თავდამსხმელიც. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავები ადასტურებენ, რომ დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც. დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარი სხვა დეტალები უცნობია. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმამდე ერთ-ერთი სახლიდან ყვირილის ხმა გაიგეს.