ლოს-ანჯელესში კომპიუტერული თამაშების ყველაზე დიდი გამოფენა იხსნება

ლოს-ანჯელესში კომპიუტერული თამაშების ყველაზე დიდი გამოფენა იხსნება. ექსპოზიცია სახელწოდებით ი-3 (E3 Expo) უკვე 20 წელია, არსებობს და აღნიშნულ ღონისძიებაზე ვიდეოთამაშების შემქმნელები ახალ პროდუქციას წარადგენენ.

გასულ წელს გამოფენას 70 000 ადამიანი ესწრებოდა, წელს ორგანიზატორები უფრო მეტ დამთვალიერებელს ელოდებიან.

კომპანია „მაიკროსოფტმა“ გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუწყო და გამოფენის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი კიანუ რივზი წარადგინა. რივზი პოპულარული მხატვრული ფილმის, ჯონ ვიკის მთავარი პერსონაჟია.

„მაიკროსოფტმა“ ასევე დააანონსა, რომ „იქსბოქსის“ განახლებული ვერსიის გაყიდვა 2020 წლიდან დაიწყება.

უკვე ცნობილია, რომ წლევანდელ გამოფენას კომპანია „სონი“ არ დაესწრება. კომპანიაში განმარტეს, რომ გულშემატკივრებთან ურთიერთობის ახალ გზებს ეძებენ. „სონის“ გადაწყვეტილებას კომპანიის მიერ შექმნილი თამაშების ფანების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „სონი“ ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ღონისძიებას არ დაესწრება.