ლოს ანჯელესში ფოიერვერკებით დატვირთული სატვირთოს აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
ლოს ანჯელესში ფოიერვერკებით დატვირთული სატვირთოს აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

ლოს ანჯელესის სამხრეთ რაიონში, პოლიციის მიერ კონფისკებული, ხელნაკეთი ფოიერვერკებით დატვირთული სატვირთო მანქანა აფეთქდა.

ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

აფეთქების შედეგად დაშავდა 17 ადამიანი, რომელთაგან აქვსმა მძიმე დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულთა შორის შვიდი ადგილობრივი მცხოვრებია, ხოლო ათი ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.

პოლიციის მიერ კონფისკებულ იქნა 2000 კილოგრამზე მეტი ფოიერვერკი და გასანადგურებლად უსაფრთხო ადგილას გადაჰქონდათ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადხდა აფეთქების მიზეზი.

როგორც მედია წერს, ლოს ანჯელესის ოლქში ულიცენზიოდ ფოიერვერკების გაყიდვა ან ფლობა აკრძალულია. ყოველწლიურად, ადგილობრივი პოლიცია ათასობით კილოგრამ ხელნაკეთ ფოიერვერკს პოულობს და ანადგურებს. ფოიერვერკების კუსტარულად დამზადება განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ხორციელდება, რომლის მიზეზი 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვაა.