ლოს ანჯელესის სიახლოვეს სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა
ლოს ანჯელესის სიახლოვეს სროლის შედეგად მოკლულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ პოლიცია იუწყება. ასევე, დაშავებულია, სულ მცირე, ათი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ინციდენტი ქალაქ მონტერეი პარკში მოხდა, სადაც ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად წვეულება იმართებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცმა ცეცხლი ავტომატიდან გახსნა.
დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს. დანაშაულის მოტივი და მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.