ლოს ანჯელესის პოლიციამ 12 წლის გოგონა დააკავა. საქმე ერთ-ერთი სკოლის საკლასო ოთახში მომხდარ სროლას უკავშირდება, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაიჭრა. მათ შორისაა 15 წლის ბიჭი, რომელსაც ტყვია თავში მოხვდა, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, ის სიკვდილს გადაურჩა.
სალ კასტროს სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ მძიმედ დაიჭრა 15 წლის გოგონაც. ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, ამჟამად მისი მდგომარეობაც სტაბილურია.
ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, 15 წლის გოგონა და ბიჭი სალ კასტროს სკოლის სტუდენტები იყვნენ.
ჯერ უცნობია, სწავლობდა თუ არა იმავე სკოლაში დაკავებული 12 წლის გოგონა.